ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.
„ქალაქის ცენტრზე თავდასხმის შედეგად, ამ წუთებში ჩვენ გვყავს 55 დაჭრილი და 10 დაღუპული“, – აღნიშნა იანუშევიჩმა.
მისი თქმით, დაჭრილთაგან 18 პირის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, იანუშევიჩის ცნობით, დაჭრილებს შორის არის ექვსი წლის ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ რვა დაღუპულის შესახებ განაცხადა.