კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლი „მართვე“ რეგიონებში წინასაახალწლო კონცერტებს მართავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ რეგიონებში წინასაახალწლო კონცერტებს მართავს.
პირველი საღამო, 24 დეკემბერს, სოფელ ვარიანის სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც ანსამბლმა ხალხური სიმღერების ნიმუშები წარმოადგინა.
მომდევნო კონცერტები დაგეგმილია 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, ნიქოზის მეუფის რეზიდენციაში და 26 დეკემბერს, 18:00 საათზე, კარალეთის საჯარო სკოლაში.
ინფორმაციისთვის: ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების წინასაახალწლო კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.