“ახალი წლის დღეები საქართველოში” დაიწყო – ღონისძიებები 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში”, ქვეყნის 63 ქალაქში, დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს პირველად ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.

ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.

გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.

საახალწლო ღონისძიებები დღეს ბოლნისში,ნინოწმინდაში,ოზურგეთში,მესტიასა და ქუთაისში გაიმართება.

საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები