საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ახალ პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭადრაკის ფედერაციას. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულმა ჭადრაკმა 2030 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
აკაკი იაშვილი ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის – ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ამჟამად კი ამავე ორგანიზაციის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.