კელი დეგნანი – მიხეილ სააკაშვილზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მთავრობის მოვალეობაა, რომ მან უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის, სახალხო დამცველმა რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე, მომდევნო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები