ეროვნული არქივის კინოთეატრში მიმდინარე ქართული კინოს რეტროსპექტივას „ჯანყი გურიაში” დახურავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მიმდინარე 1920-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა 25 დეკემბერს დასრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 23, 24 და 25 დეკემბერს მაყურებელი იხილავს ფილმებს: 23 დეკემბერი, 19:00 – „დაკარგული სამოთხე” (რეჟისორი დავით რონდელი, 1937 წელი) 24 დეკემბერი, 18:00 – „ბუბა” (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე, 1930 წელი) 24 დეკემბერი, 19:00 – „უჟმური” (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე, 1934 წელი) 25 დეკემბერი, 17:00 საათი – „ჯანყი გურიაში” (ალექსანდრე წუწუნავა, 1928 წელი) „ჯანყი გურიაში” ჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა.
კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. რეტროსპექტივა 2 დეკემბერს დაიწყო. მაყურებელს ორგანიზატორებმა მაღალი ხარისხით დასკანერებული და ციფრულად რესტავრირებული ადრეული ქართული კინოს 19 გამორჩეული ნიმუში შესთავაზეს. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები