იონათამიშვილი: სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება

სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ, კიდევ უფრო გადავიდნენ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ეს ლობისტები ამ მხრივ მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ – სიმართლე არის ერთი: ამ ადამიანის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები