ირაკლი ბერაია: ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მყარი და ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები აქვს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან ახობაძეს და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორს, გიორგი დვალიშვილს მოუსმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს კონტრტერორისტული საქმიანობა და ნაბიჯების გაცნობა იყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დასაცავად იდგმება.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც წინმსწრებად და სწრაფად შეძლო ცვალებად ტერორისტულ საფრთხეებთან ადაპტაცია, ტერორისტული რისკების ეფექტიანი მართვა და ტერორისტული დანაშაულებების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენა, მათი აღკვეთა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაში მიცემა. საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის ძალიან ეფექტიანი და მყარი როგორც სამართლებრივი ასევე ინსტიტუციური მექანიზმები აქვს და ბევრი მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი აქვს გადადგმული, რაც ჩვენ ქვეყანას, გლობალურ კონტრტერორისტულ ძალისხმევაში, განსაკუთრებულ როლს ანიჭებს”, – განაცხადა ნდობის ჯგუფის/თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის შეხვედრას, ჯგუფის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი, ასევე კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ბაჩა მგელაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები