ევროკომისიამ უკრაინაში სკოლების აღდგენისთვის 66 მილიონი ევრო გამოყო

ევროკომისიამ უკრაინის ბიუჯეტში, ომის შედეგად დაზიანებული და დანგრეული სკოლების რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის 66 მილიონი ევრო გადარიცხა.

ამის შესახებ უკრაინის კეთილმეზობლური პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ განაცხადა.

16 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ, სკოლების აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის ხელი მოაწერეს 100 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტს.

პაკეტი ითვალისწინებს 34 მილიონ ევროს მსუბუქი და საშუალო რემონტისთვის, მათ შორის ფანჯრების, სახურავების, კარების, სანტექნიკისა და გათბობის ნაგებობების შეკეთებისთვის.

გეგმის მიხედვით, 66 მილიონი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით უკრაინის მთავრობას გადაეცა.

რუსეთის აგრესიის შედეგად დღესდღეობით უკრაინაში დაზიანებული ან განადგურებულია 2800-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები