საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, 26-27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდის პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.