იაგო ხვიჩია: სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

„ამ განცხადებაზე ხელმოწერა არც არავის უთხოვია და არც მგონია აუცილებელი, ჩვენს პოზიციებს ისედაც საჯაროდ გამოვხატავთ. ჩვენ რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით, „ნაცმოძრაობის“ წევრები სად იყვნენ? „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ საბრძოლო სტრატეგია ჯერ კიდევ დასალაგებელია. სტრატეგია – „ვკვდები და საზღვარგარეთ გადამიყვანე“ – ერთი მიმართულებაა; მეორე სტრატეგიაა – „ქვეყანას მართავენ რუსები, მას დავამარცხებთ და დედას ვუტირებთ“; „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა. ან „გთხოვ, შემიწყალე“ უნდა იყოს, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“. „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს, მათმა ამომრჩეველმა იცოდეს, რას აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები