„მექსიკური დღიური“ – არჩილ ქიქოძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში არჩილ ქიქოძის ახალი წიგნის – „მექსიკური დღიურის” – წარდგენა გაიმართება
მოდერატორი: ლუკა გრიგოლია
არჩილ ქიქოძე:
„ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები