გიორგი ვოლსკი: სახალხო დამცველის არჩევა დღეს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ დგას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევა დღეს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ დგას.
როგორც მან “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა, კონსენსუსისთვის ულტიმატუმის ენით საუბარი დაუშვებელია.
“სახალხო დამცველის არჩევა დღეს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ დგას. მათი დღის წესრიგი არის ასეთი – როგორმე მოხდეს პუნქტის შეუსრულებლობა სახალხო დამცველთან დაკავშირებით. აქ კონსენსუსი რომ შედგეს, აუცილებელია ულტიმატუმის ენის დავიწყება. სიტუაცია ასეთია – 3 კანდიდატი წარმოგვიდგინეს და სამივე კანდიდატი გასაუბრების დროს ცდილობდა თავი ისე წარმოეჩინა, რომ არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონოდა უმრავლესობის მხრიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.