ნედ პრაისი: ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩინეთს შეუძლია COVID-19-ის ამჟამინდელ ეპიდემიასთან გამკლავება, რადგან ვირუსის რიცხვი ჩინეთის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით გლობალურ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩინეთის მშპ-ს ზომისა და მისი ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ვირუსის რიცხვი შემაშფოთებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება.

„ჩვენ ვნახეთ ამ ვირუსის ბევრი მუტაცია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ასე ფოკუსირებულები ვართ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებს დავეხმაროთ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრაისმა.

ცნობისთვის, ჩინეთში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ვერსიით, ვირუსს სულ 5 237 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები