უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტს ეწვია და განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში რთული სიტუაციისთვის მეტი იარაღია საჭირო.
„ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მტერი ზრდის თავის რაოდენობას, მაგრამ ჩვენი ბიჭები უფრო მამაცები არიან. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი იარაღი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბახმუტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დონეცკში რუსული წინსვლის აღკვეთისთვის.
„აღმოსავლეთი დგას, რადგან ბახმუტი იბრძვის. სასტიკ ბრძოლებში და მრავალი სიცოცხლის ფასად, აქ თავისუფლებას ყველა ჩვენგანისთვის იცავენ. ბახმუტის დამცველები იმსახურებენ ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ჩვენს უდიდეს მადლიერებას. ამიტომ დღეს მათთან ვარ. ისინი ზეადამიანები არიან“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.