ალეკო ელისაშვილი: ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა
”მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„ჩვენთვის ყველაზე სანდო არჩევნებია და არჩევნებამდე დიდი დროა. ამ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ პარტიას მხარდაჭერა გაეზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და დანარჩენს უკვე წიწილების თვლის არ იყოს, არჩევნებზე ვნახავთ, ვის, რა შედეგი ექნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.