საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობენ
საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობენ. საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგის შედეგად, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, 250-ის ნაცვლად 470-მდე სერვისის მიღების შესაძლებლობა იუსტიციის სახლის ჩვეული სტანდარტით ექნება. საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 88 საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდა.
„მიმდინარე წლის ბოლოდან, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, შეძლებს მიიღოს ის მომსახურებები, რომელსაც ამჟამად მაღალი ხარისხით იღებს ყველა იუსტიციის სახლში,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ანგარიშის წარდგენისას.