კარენ დონფრიდი: ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას, დავიცავთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონგრესი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ამ ვალდებულების დემონსტრირების ნაწილია საქართველოში რეფორმების წახალისება. ამ წლის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიანიჭა და ასევე, ნათლად აჩვენა, რომ რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს, მხარს უჭერს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ფართო და ღრმა, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნის რუსეთს, საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საქართველო ღრმად შეშფოთებულია იმით, რაც ხდება უკრაინაში და პარტნიორია ამ მიმართულებით“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები