სოზარ სუბარი: ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს, გადაწყვეტილებები სინამდვილეში მიიღება სხვაგან
ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს – გადაწყვეტილებები სინამდვილეში მიიღება სხვაგან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სუბარის თქმით, მათ ძლიერი ევროკავშირის წევრობა სურთ და არა ისეთის, რომელიც არ იციან, ვის დავალებებს ასრულებს.
„ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, მე არ ვიცი, რის დამატება შეიძლება. რასაც ჩვენ ვხედავთ ყველანი, ეს არის ის, თუ როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში, სხვაგან მიიღება. ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ არის აბსოლუტური ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც აძლევენ ამას ხმას”, – განაცხადა დეპუტატმა.