ირაკლი კობახიძე: ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს

ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას, პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეორე მოსმენით მივიღეთ საარჩევნო ცვლილებები. ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. თავად ის ფაქტი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთის გამოკლებით მხარს უჭერს ამ ცვლილებებს, აჩვენებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანი და პროგრესული ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში. ფუნდამენტური ცვლილებები შედის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების კუთხით შეტანილი ცვლილებები, როგორც მოგეხსენებათ, მინიმუმ 70% ამომრჩევლის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას არჩევნებზე. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება და ამ ტექნოლოგიების შემოღებას უამრავი პლუსი აქვს. სხვა მიმართულებითაც ეუთო/ოდირის არაერთი რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული, მთლიანობაში იყო 19 რეკომენდაცია სათითაოდ გავყევით ყველას და შევიტანეთ ცვლილებები, რაც იყო საჭირო საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები