პერუში არეულობას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა
პერუში არეულობის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაციას ექიმები და სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
ყველა დაღუპულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
თავის მხრივ, ეროვნული პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსმა, ოკარ არიოლამ განაცხადა, რომ არეულობის დროს 119 პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ექვსი კი აქციის მონაწილეების მიერ არის გატაცებული.
7 დეკემბერს პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ პარლამენტი დაითხოვა, რომელსაც მისი იმპიჩმენტის საკითხი მესამედ უნდა განეხილა, მაგრამ დეპუტატებმა საკითხს კენჭი მაინც უყარეს.
არმია და პოლიცია კონგრესის დაშლის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
კასტილო დააკავეს ამბოხისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.
ვიცეპრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ ფიცი დადო და პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ამის შედეგად, ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან ბოლარტეს და მის მთავრობას და მოითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას.
ბოლუარტე მათ 2024 წლისთვის დანიშვნას სთავაზობს.