Reuters: რუსეთი იძულებულია, 40 წლის წინანდელი საბრძოლო მასალები გამოიყენოს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 2023 წლის დასაწყისისთვის შესაძლოა, სრულად ამოწუროს საბრძოლო მასალების ჯანსაღი მარაგი, თუ არ მიმართავს უცხოელ მომწოდებლებს ან ძველ მარაგებს.

ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის მაღალჩინოსანმა სამხედრომ განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის არმია ძველ, უხარისხო საბრძოლო მასალას იყენებს.

„ისინი იყენებენ საბრძოლო მასალას მოძველებული მარაგებიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მზად არიან, გამოიყენონ საბრძოლო მასალა, რომელთა ნაწილი 40 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული“, – თქვა ანონიმურმა წყარომ.

მისი აზრით, მომავალი წლის დასაწყისისთვის რუსეთი, სავარაუდოდ, სრულად ამოწურავს გამართულ მარაგებს.

სამხედროს თქმით, მოძველებულ საბრძოლო მასალებს ასევე რისკები ახლავს, რომ ისინი შესაძლოა, არც აფეთქდნენ.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში თეთრ სახლში გამოაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ფარულად ამარაგებს რუსეთს მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალით. გარდა ამისა, მედია წერდა, რომ  ფხენიანი რუს ჯარისკაცებს ფორმებს უკერავს. 5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან პირველი მატარებელი ჩავიდა.

ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთმა ირანული დამრტყმელი დრონები – “შაჰედ-136” და “მოჰაჯერ-6” შეიძინა კამიკაძე. მედია წერს, რომ ირანი ემზადება რუსეთში ათასამდე დამატებითი დრონების გასაგზავნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები