უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ
რუსების მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის გარეუბანში, ზაპოროჟიეს ოლქში, ხიდი ააფეთქეს, რომლითაც ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტიპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის „დაღლის“ შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით ოკუპანტებს გადაჰქონდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოსაა. უკან მოუხედავად გაიქცევით!“, – წერს ფედოროვი Telegram-ზე.