საფრანგეთმა უკრაინას 73 ტონამდე ენერგოტექნიკა გადასცა

უკრაინამ საფრანგეთისგან 73 ტონამდე ენერგოტექნიკა მიიღო, რაც ქვეყნის ენერგოსისტემის აღდგენისა და სტაბილიზაციის კომპანიებს გადაეცა. ამის შესახებ საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიერ-რუნაშეტმა უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა რუსული დაბომბვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა და შესაძლებლობა ბირთვული საწვავის მიწოდებისა და ატომური ენერგიის ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა უკრაინამ წარმატებით გაიაროს ზამთარი და გადავიდეს მდგრადი აღდგენისა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ენერგეტიკის სექტორში“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები