„გამარჯვებამდე პრეზიდენტი ვიქნები, შემდეგ კი ძალიან მინდა ზღვაზე წასვლა და ლუდის დალევა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერ არ არის მზად იფიქროს თავის პოლიტიკურ მომავალზე, თუმცა აღნიშნავს, რომ გამარჯვებამდე პრეზიდენტი იქნება, მერე კი აუცილებლად ზღვაზე წავა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Netflix-ის სპეციალურ გამოშვებაში „ჩემი შემდეგი სტუმარი არ საჭიროებს წარდგენას“ დევიდ ლეტერმანთან განაცხადა.

„ჩვენს გამარჯვებამდე აუცილებლად ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ არც კი ვფიქრობ, ჯერ არ ვარ მზად. ძალიან მინდა უბრალოდ ზღვაზე წასვლა, როცა უკვე გავიმარჯვებთ და ძალიან მინდა ლუდის დალევა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები