„როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Netflix-ის სპეციალურ გამოშვებაში „ჩემი შემდეგი სტუმარი არ საჭიროებს წარდგენას“ დევიდ ლეტერმანთან განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე – დავუშვათ, თუ პუტინი გაცივდა და მოკვდა, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდა და მოკვდა, ომი გაგრძელდება? – უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

„არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშინელებაა. დიდი რისკია – არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული.

ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდებიან. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირში. ყველაფერი გაჩერდა.

მჯერა, რომ თუ ის არ იქნება, გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით იქნებიან დაკავებულნი და არა საგარეო პოლიტიკით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსები დემოკრატიისთვის ბრძოლას მაშინ დაიწყებენ, როდესაც გააცნობიერებენ, რომ სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები