ბრიტანეთში სამი ბავშვი გაყინულ ტბაში დაიხრჩო, ერთის მდგომარეობა მძიმეა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სალიჰალში გაყინულ ტბაში ჩავარდნის შედეგად 8,10 და 11 წლის ბიჭები დაიღუპნენ.

ტბაში 4 ბავშვი ჩავარდა, მათგან ერთის ამოყვანა მოხერხდა და ის ამჟამად საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.​

ამის შესახებ Ske News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მომხდარის სხვა დეტალები ისევ უცნობი რჩება.

ბრიტანეთში დიდთოვლობაა. ქვეყანაში გაუქმებულია ათობით ავიარეისი, შეფერხებაა რკინიგზაზე.

გარდა ამისა, სკოლების ნაწილი ერთი ან ორი დღით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები