ჩრდილოეთ ბოსნიასა და ხორვატიაში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩრდილოეთით და ხორვატიაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.

მედიის ინფორმაციით, დატბორილია ათობით სახლი და გზები.

Associated Press-ი წერს, რომ, ძლიერი წვიმების გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობას ევაკუაციისთვის მომზადებისკენ მოუწოდეს.

11 დეკემბერს ბოსნიის ქალაქ პრიედორთან მეწყერი ჩამოწვა, გზაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

რეგიონში ბევრი გზაა ბლოკირებული და დატბორილი, სოფელ გრადისკას სიახლოვეს ნიაღვარმა ხიდი გაანადგურა.

გზების ნაწილი გაუვალი გახდა ხორვატიის ტერიტორიაზეც.

ქალაქ კოსტაინიცას მიდამოებში ადიდებულ მდინარე უნას შესაკავებლად სამხედროები ჩართეს.

დილიდან ადგილობრივი მედია წერს, რომ მდინარეში წყლის დონემ კლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები