ბრიტანეთის საკვანძო აეროპორტებში, უამინდობის გამო, 11-12 დეკემბერს ათობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.
BBC-ს ინფორმაციით, “ჰითროუს” აეროპორტში 11 დეკემბერს 50-ზე მეტი რეისი გაუქმდა. მგზავრები გააფრთხილეს, რომ პრობლემები დღესაც არის მოსალოდნელი.
“სტენსტედის” აეროპორტმა მუშაობა სრულად შეაჩერა, რადგან, ძლიერი თოვლის გამო, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექსპლუატაციისთვის უსაფრთხო არ არის.
ფრენები გაუქმებულია ან გადაიდო “გეტვიკის” აეროპორტშიც.
ბრიტანეთის უმეტეს ნაწილში ძლიერი თოვლი, ცუდი ხილვადობა და ყინვაა.
უამინდობის გამო შეფერხებებია, ასევე, რკინიგზაზეც.