“დამატებით მობილიზაციას არ განვიხილავთ” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში “სპეცოპერაციის” ფარგლებში დამატებითი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება ამჟამად არ არის, თუმცა, საუბარია ​მობილიზებულთა შიგნით შესაძლო როტაციაზე.

მისი თქმით, მობილიზებულთა ნაწილი პოლიგონებზეა გაგზავნილი.

ამის შესახებ მან ყირგიზეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ასეთი საჭიროება არ არის, არ განიხილება. მე გითხარით – მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი იყო გამოძახებული… 150 ათასი არის დაჯგუფებაში, ვინც ჯგუფშია. მხოლოდ ნახევარი, კარგით, 77 ათასზე ცოტა მეტი – საბრძოლო ნაწილებშია“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „მეორე ნახევარი – ან მეორე და მესამე პოზიციებზეა, რაც რეალურად ტერიტორიული ჯარების დონეა, ან დამატებით წვრთნაშია ჩართული“.

“და კიდევ 150 000 საერთოდ ჯერ კიდევ არ არის დაჯგუფებაში, ეს ბიჭები არიან პოლიგონებზე და საწვრთნელ ცენტრებში. ეს არის ერთგვარი საბრძოლო რეზერვში – მობილიზებულთა ნახევარია, ამიტომ, დამატებითი მობილიზაციის საკითხი არ განიხილება”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები