საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტზე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები თებერვალში, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იქნა დაწესებული.
შეზღუდვა მოიცავს რუსეთსა და ბელარუსში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვას, ასევე, ამ ქვეყნების სპორტსმენებს შეჯიბრებებზე თავიანთი დროშების და ჰიმნების გამოყენება არ შეუძლიათ.
ამასთან, სამიტზე გათვალისწინებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის (მომდევნო ოლიმპიადის ქვეყანა), ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ შეჯიბრში ომში მყოფმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა – რადგან სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.