“რუსეთი ბირთვულ წვრთნებს რეგულარულად ატარებს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ წვრთნებს რეგულარულად ატარებს და არაფერს მალავს.

ამის შესახებ მან ყირგიზეთში ვიზიტის შეჯამებისას პრესკონფერენციაზე თქვა.

„ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ჩვენი ბირთვული ძალების წვრთნებს, თქვენ ხომ ხედავთ ყველაფერს, ჩვენ ამას არ ვმალავთ. ინფორმაციას ვავრცელებთ, როგორც ეს დადგენილია შეერთებულ შტატებთან ჩვენი შეთანხმებით. ვამცნობთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ ასეთ წვრთნებს ვატარებთ. ისინიც იმავეს აკეთებენ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები