ირაკლი კობახიძე: შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა

შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის დარღვევაზე ყველა სათანადო პასუხს მიიღებს.

„მგონია, აქამდეც არ მივა საქმე, რომ კანონის ფარგლებს გადასცდნენ, რადგან ელემენტარული რესურსი არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მარტივი, ბინძური პროვოკაციების მოწყობა, რაც გააკეთეს მაგალითად თავისუფლების მოედანზე. კიევშიც კი აღნიშნავენ ახალ წელს. გამოვიდა კიევის მერი და თქვა, რომ რუსებს ჩვენ კიეველებისთვის ახალ წელს ვერ წავართმევინებთო, პირდაპირ თქვა კიევის მერმა. იქ აღნიშნავენ ახალ წელს და საქართველოში ეს ადამიანები მიდიან თავისუფლების მოედანზე, სადაც არის ცენტრალური ნაძვის ხე და შავ ლენტებს აბამენ ახალი წლის სიმბოლოს. რაც ვერ მოახერხეს 2022 წელს, უნდათ, რომ ის დაებედოს თბილისსა და საქართველოს 2023 წლისთვის, მაგრამ არც მათ შავ ლენტებს ექნება ძალა და არც მათ აქციებს. ამის პირობას ვაძლევთ ჩვენ საზოგადოებას. ეს შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა. დიდი შავი ლენტი დაიკიდება აუცილებლად ყველა იმ ადამიანის ოფისზე, რომელიც ქვეყანას მტრობს და აქ იგულისხმება, „ნაცმოძრაობის“ ბოლომდე განეიტრალება. „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები