რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე“: საკუთარ პარტიაში მიიღეს ცხელი შემოდგომაც და ზამთარიც – უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს

“ცხელ შემოდგომას ხომ დაგვპირდნენ და, საბოლოოდ, საკუთარ პარტიაში მიიღეს ცხელი შემოდგომაც და ზამთარიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტია თავს უხერხულ მდგომარეობაში იყენებს.

„ცხელ შემოდგომას ხომ დაგვპირდნენ და, საბოლოოდ, საკუთარ პარტიაში მიიღეს ცხელი შემოდგომაც და ზამთარიც. ამის მერე თუ ისინი ისევ აქციებზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, ნამდვილად აღარ მეგონა. კიდევ უფრო მეტად უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს. ძალიან კარგი, გააგრძელონ რადიკალიზაციასა და აქციებზე საუბარი. ამით კიდევ ერთხელ დაინახავს საზოგადოება, რომ ერთი მათ ამომრჩეველი და მხარდამჭერი თითქმის აღარ ჰყავთ და მეორე, რამდენად უანიათო და უსუსურია რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები