ბარსელონასთან მატარებლების შეჯახების შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ბარსელონასთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ La Vanguardia წერს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 07:50 საათზე მოხდა. დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთი მატარებელი, რომელიც ბარსელონასკენ მიემართებოდა, შეჯახების დროს, სადგურზე იდგა, მეორე კი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ბევრად დიდი მსხვერპლის არიდება მოხერხდა.

მომხდარის ზუსტი მიზეზის გამოძიება დაიწყო. აღინიშნება, რომ დილით ავარიის რაიონში ნისლი იყო, რაც შესაძლოა, შემთხვევის მიზეზი გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები