Spiegel: გერმანიაში ბუნდესთაგზე შეიარაღებული თავდასხმა იგეგმებოდა, პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს

გერმანიის პოლიცია სავარაუდო მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს, რომლებიც ბუნდესთაგში შეჭრას ცდილობდნენ.

ამის შესახებ Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სპეცრაზმი ერთდროულად 11 ფედერალურ მიწაზე მოქმედებს.

აღნიშნულია, რომ გერმანიის გენერალური პროკურორისა და ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის (BKA) სახელით დაკავებულია 25 მამაკაცი და ქალი, რომლებიც ან მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან, ან მას მხარს უჭერენ.

ჩხრეკა გრძელდება და ამ დროისთვის 130-ზე მეტ სახლში, ოფისსადა სხვა შენობებში ჩატარდა.

ხაზგასმულია, რომ ეჭვმიტანილთა გეგმებს შორის იყო „ბუნდესთაგზე შეიარაღებული თავდასხმა და პოლიტიკოსების დაკავება“.

იგეგმებოდა, რომ უსაფრთხოების ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი სოლიდარობას გამოუცხადებდა ტერორისტულ დაჯგუფებას, რასაც „გადატრიალებას“ მოჰყვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები