დავით სერგეენკო მოსახლეობას მაღალი ტემპერატურისგან თავდასაცავად რჩევას აძლევს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისგან თავდასაცავად მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს. მისი თქმით, მინისტრის რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდონ.
“მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჩემი ცალსახა რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, წყალი – მინიმალური რაოდენობა ესაა მოზრდილთათვის 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება 3 ლიტრამდეც გაიზარდოს. მოერიდონ შუადღის საათებში ღია მზის ქვეშ სიარულს, რაც განსაკუთრებით ეხება ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები