“რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ისევ ირანული დრონები გამოიყენა” – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ერთ დღეში ისევ “შაჰედ-136” (Shahed-136) ტიპის 14 დრონი ჩამოაგდეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ, რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, მტერმა კვლავ გამოიყენა ირანული კამიკაძე-დრონები.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიური მოხსენებაშია ნათქვამი.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტების სამიზნე იყო ასეთი დრონები და შეძლეს თუ არა მათ მიზანში მოხვედრა.

დღეს გამთენიისას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რვა დრონი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ, „შაჰედ-136“-ები.

უკრაინაში ღამით რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სისტემა ამოქმედდა.

რუსეთმა უკანასკნელად ირანული დრონები 17 ნოემბერს გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები