მოსკოვის სასამართლომ ირინა ვერეშჩუკს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

რუსეთის ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ, „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ბრალდებით“, უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკსა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ემინე ჯაპაროვას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, FSB-ის წარმომადგენლებმა სასამართლოს დაკავების გაცემის ორდერით მიმართეს, რის შედეგადაც ვერეშჩუკი და ჯაპაროვა ძებნილ პირთა სიაში მოხვდნენ.

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ სექტემბერში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა.

მიუხედავად უკრაინის ამ ტერიტორიების ნაწილის დროებითი ოკუპაციისა და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებებისა, ორივე მათგანი განაგრძობდა ამ რეგიონების მონახულებას. ვერეშჩუკი, რომელიც მთავრობაში პასუხისმგებელია გათავისუფლებული ტერიტორიების რეინტეგრაციაზე, ნოემბერში გაემგზავრა ხერსონში, საიდანაც რუსული ჯარები უკან ახლახან დაიხიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები