წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან უკანონოდ გათავისუფლების გამო ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ორი მოქალაქე – იოსებ კალაიჯიშვილი და ბექა კალაიჯიშვილი მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელმა, იოსებ კალაიჯიშვილმა და მოქალაქე ბექა კალაიჯიშვილმა 500 დოლარის მიღების სანაცვლოდ ზეგავლენა მოახდინეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობის წევრზე, რის საფუძველზეც ერთ-ერთი წვევამდელი უკანონოდ გაათავისუფლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.