თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, ელჩ სანდრა მაკკარდელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით.
მხარეებმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს, მათ შორის მრავალეროვნულ სწავლება Maple Arch-ზე, რომელსაც მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს და საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა.

შეხვედრაზე აღინიშნა 2023 წელს სამხედრო სწავლების საქართველოში უკვე მეორედ ჩატარების მნიშვნელობა. ლელა ჩიქოვანმა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა კანადის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას კანადის ელჩი საქართველოში – ჯამალ ქოქარი და კანადის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი – კევინ გილჰული დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები