გია ვოლსკი: უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ცხედართანაა თავდახრილი, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს – პრემიერმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო ხელისუფლების სამძიმარი დაგვიანებულად მიიჩნიეს.

ვოლსკი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს არ უცხადებს.

“პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და, რასაკვირველია, ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება სამძიმარს, პირველ ყოვლისა, უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ცხედართან არის თავდახრილი, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს დაღუპვის პირველი დღიდან, არა მარტო მათ, ყველა ოჯახს, სადაც ადამიანი დაიღუპა ამ საბრძოლო მოქმედებებში.

მაგრამ, არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე არსება, რომელიც ცდილობს, რომ უბედურება და გლოვა ოჯახის, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით და ეს ორი ჯგუფი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან”, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები