ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

უწყების ცნობით, ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე  სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები