ჩეხეთში უკრაინის საკონსულო, საეჭვო პაკეტის გამო, ევაკუირებულია

ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე, უკრაინის საკონსულო დღეს დილიდან, საეჭვო პაკეტის გამო, ევაკუირებულია.

ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციის სპიკერმა, დავიდ ჩალუპკამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შენობის დატოვება 6 თანამშრომელს მოუწია. ასევე, ძალოვანებმა საკონსულოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის ევაკუაციაც მოახდინეს.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც საკონსულო შენობაში საეჭვო ამანათია მიტანილი, რომელიც ჰგავს წერილს, რომელიც წინა დღეებში ესპანეთში სხვადასხვა დიპმისიასთან იპოვეს.

ამჟამად, საკონსულოში საპოლიციო გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ამანათს რენტგენის სხივებით ამოწმებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიზანმიმართული ტერორის და საზღვარგარეთ უკრაინის დიპლომატიური უწყებების დაშინების კამპანია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები