“ლუკოილი” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ნავთობის ექსპორტს წყვეტს

კომპანია “ლუკოილი”, დასავლეთის სანქციების გამო, კასპიის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით ნავთობის ექსპორტს წყვეტს და მათ კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გაგზავნის.

გადაწყვეტილება ძალაში დეკემბრიდან შედის.

„რუსული ნავთობის მიწოდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით არ მოხდება, მიზეზი – სანქციებია“, – მედიას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა.

მეორე ინფორმატორის თქმით, გადაწყვეტილება მილსადენის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებელს რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები