ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება, ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი რეგულაციები და მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
პრემიერმინისტრი „ტვიტერში” წერს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და, ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტო ვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები”, – წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
Very interesting meeting w/ @cz_binance. Discussed Blockchain, Web3 & Crypto. 🇬🇪 is positioned to be a natural hub for 4th Industrial Revolution. In order to fully capitalize on the momentum, we stand ready to develop effective & clear-cut regulations & invite strong partners. pic.twitter.com/v7Z2TT3dHi
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 30, 2022