იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუქარესტში გამართულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოს შემდგომი დახმარებისთვის მზაობა გამოთქვეს და ერთგულება გამოხატეს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-ს საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება სჭირდება.

მისივე თქმით, სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აქ ძალიან სიამოვნებით მიიღეს. ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ, არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების შესახებ, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები