“რუსეთთან ომში 100 ათასი უკრაინელი სამხედრო და 20 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა” – ევროკომისია

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ 100 ათასი სამხედრო და 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩას საშინელებები. დადგენილია, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 უკრაინელი სამხედრო”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი თავისი საზარელი დანაშაულებებისთვის, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაეროს მხარდაჭერით სპეციალიზებული ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები