ირაკლი კობახიძე – ომბუდსმენობის კანდიდატებზე: წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს და არ შევუქმნათ პრობლემა მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, დღეს ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატზე

“კონსულტაციები გაგრძელდება სახალხო დამცველობის 8 კანდიდატის გარშემო. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატების მიმართ განწყობები მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, სადაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ბუნებრივია, ეს განწყობები ერთნაირად დადებითი არ არის რვავე კანდიდატის მიმართ. ჩვენ რომ არ გავუსწროთ წინ მოვლენებს და არ შევუქმნათ პრობლემა მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, დღეს ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები