ევროკომისია: რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი უკვე 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

უკრაინამ რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე, დაახლოებით 600 მილიარდ ევროს ოდენობის ზარალი განიცადა. ამ დრომდე ის 385 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან პირობა დადო, რომ ევროპული სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთმა მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოახდინოს ოლიგარქების გაყინული სახსრებით და ცენტრალური ბანკის აქტივებით.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან იმუშავებს, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს.

ასევე, ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინამ ომში, დაახლოებით 100 ათასი სამხედრო და 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

თუმცა, რას ეფუძნება ეს დასკვნები ურსულა ფონ დერ ლეიენის გამოსვლიდან არ იკვეთება.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ომში, დაახლოებით 9000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები